30.Nov.2015 15:48
Business

ნოდარ ებანოიძე აღიარებს, რომ მთავრობამ "მდიდრების გადასახადი" შემოიღო

ნოდარ ებანოიძე აღიარებს, რომ მთავრობამ "მდიდრების გადასახადი" შემოიღო
2016 წლის 1 იანვრიდან ისკიზე, რომზე და ტაფიაზე, ჯინისა და ღვინის ნაყენზე აქციზის განაკვეთის 10 ლარიდან 15 ლარამდე, ხოლო სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე და ეთილის სპირტზე (გარდა, ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით მიღებული სპირტის ნაყენებისა,ლიქიორებისა და ზოგიერთი სხვა დაბალ ალკოჰოლური სასმელისა), აქციზის განაკვეთი - 10 ლარამდე იზრდება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნოდარ ებანოიძის განცხადებით, ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის მატებასთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები არ უნდა იყოს, რადგან მატება მხოლოდ ვისკზე, ჯინზე და რომზე მოხდა. ებანოიძე განმარტავს, რომ აღნიშნულ პროდუქციას სპეციფიკური მომხმარებელი ყავს. წამყვანის კითხვაზე, მოხდა თუ არა უფრო მეტად, მდიდრების დაბეგვრა, ემანოიძემ განაცხადა, - "არაპირდაპირ ეგრე გამოდის. ვერ მეტყვით რომ ადამიანი, რომელსაც დაბალი შემოსავალი აქვს სვავდეს მაღალხარისხიან ვისკს, ელემენტარულად ვერ შეძლებს ამას".

როგორც ებანოიძემ, გადაცემა "ბიზნესკონტაქტში" განაცხადა, ვისკი, ჯინი და რომი ფართოდ მოხმარები პროდუქცია არ არის.

"აქციზის ზრდა ხდება ვისკზე, ჯინზე და რომზე, - არ მგონია ეს პროდუქცია იყოს იმდენად მნიშვნელოვანი და ისე ფართდ მოიხმარებოდეს, რომ ამით ვთქვათ, სხვა ეფექტი ჰქონდეს... ვფიქრობთ, რომ ალკოჰოლის მიმართულებით, ნაკლები კითხვები უნდა იყოს, რადგან მხოლოდ ვისკს, რომს და ჯინს შეეხო ეს მომატება.

ვისკის, ჯინის და რომის მომხმარებლები არიან სპეციფიკური მომხმარებლები, ის ისედაც არ ღირდა იაფი. ვისკის, განსაკუთრები მაღალხარისხიანი ვისკის, მომხმარებლებისთვის ეს მატება არ ვფიქრობ, რომ რაიმეს აზიანებდეს", - განაცხადა ემაბოიძემ. 




11.Dec.2018 19:46
100

IC Group Insurance Company has been Sold

More
11.Dec.2018 19:35
67

BM.ge Exlcusive: Rustavi Metallurgical Plant to Stop Production

More
11.Dec.2018 12:55
57

Meliora 2018 Will Name Best CSR Initiatives on December 13

More
07.Dec.2018 19:48
70

Meliora 2018 Will Name Best CSR Initiatives on December 13

More
06.Dec.2018 14:45
97

CHIRINA has become member of EBRD's Blue Ribbon Programme

More
04.Dec.2018 22:52
70

“No Construction Permits Will Be Issued Without a Dendrological Project”

More