Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ნიუ-იორკში მეტროს ყველა სადგური უფასო Wi-Fi-ით აღიჭურვა

58736c15ee49e
BM.GE
09.01.17 14:54
1061
კომპანიამ Transit Wireless ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ყველა სადგური Wi-Fi-ის უფასო კავშირით აღჭურვა.

ქსელთან დამაკავშირებელი უკანასკნელი სადგური ბრუკლინში Clark Street გახდა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში უდიდესი მეტროპოლიტენი ინტერნეტთან და მობილურ კავშირთან სრულიად დაკავშირებული იქნება.

პროექტზე მუშაობა 2011 წელს დაიწყო. კომპანიის Transit Wireless ორგანიზებით, უკაბელო ინტერნეტ პროექტმა მეტროს 286 სადგური მოიცვა, რომელსაც კიდევ 4 სადგური შეუერთდება, სადაც ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნული პროექტი ნიუ-იორკი მეტროპოლიტენისა და კომპანია Transit Wireless-ის 27 წლიანი პარტნიორობის ნაწილია. არსებული ინფორმაციით, ხელშეკრულების საერთო თანხა 300 მილიონი აშშ დოლარია.

’’აღნიშნული პროექტით, ნიუ-იორკის მოსახლეობისთვის, რომელიც მუდმივად მოძრაობის რეჟიმშია, ინტერნეტ ქსელთან დაკავშირება უფრო მოსახერხებელი იქნება, რაც ასევე ტრანსპორტის ინტერნეტით აღჭურვასთან დაკავშირებულ ჩვენს სამომავლო ხედვებს ხელს შეუწყობს“-აღნიშნა ნიუ-იორკის მერმა ენდრიუ კუომომ.