12.Nov.2015 12:22
Business

ნიუ - იორკში, მანჰეტენზე ქართული ღვინის ბარი გაიხსნება

ნიუ - იორკში, მანჰეტენზე ქართული ღვინის ბარი გაიხსნება
ქართველი მეღვინე ერეკლე ხაზიურის ღვინის კლუბი “ ნიუ-იორკ თაიმისი’’ ფურცლებზე მოხვდა. ქართული ტრადიწიული წესით ღვინის დამზადება ერეკლეს ბიზნესი გახლდათ საქართველოში. მეღვინე ათი თვეა, რაც ამერიკაშია და  იტალიელ პარტნიორთან ერთად გადაწყვიტა ამერიკელებისთვის გაეზიარებინა თავისი გამოცდილება. მათ მანჰეტენზე  “ ისტ-ვილიჯ ვაინერ კლაბი’’ ჩამოაყალიბეს, რომელშიც მისი თქმით სამოცი ახალგაზრდა ამერიკელია გაწევრიანებული, ისინი თვითონ წურავენ ყურეძენს და ყველა იმ პროცესს გადიან, რაც საჭიროა ქართული ტექნოლოგიით ღვინის მოსამზადებლად.

“დაახლოებით ათი თვის წინ გარკვეული მიზეზების გამო  ნიუ - იორკში საცხოვრებლად გადმოსვლა მომიწია და აქაურმა ‘’ვაინ-მასტრებმა’’ დამაკავშირეს ახალგაზრდა იტალიელ ბიჭს, რომელიც მეღვინეობას ეუფლებოდა ბოლო ორი წლის განმავლობაში. ერთობლივად გადავწყვიტეთ მანჰეტენზე, ,,ისტ ვილიჯში’’ ადგილზე, სადაც ყველაზე მეტად იკრიბებიან ახალგაზრდები და  ბარები, კლუბები და ა. შ. არის, გაგვეკეთებინა სარდაფში მცირე მეღვინეობა. ჩვენი კლუბის წევრები არიან ამერიკელი ახალგაზრდები, სადღაც 60 ადამიანია. ღვინისდამზადებისტექნოლოგიატრადიციულიქართულია, ყურძენიკი კალიფორნიული.რამდენიმე დღის წინ  შარშანდელი ღვინო ‘’კაბერნე’’ ჩამოვასხით და დაახლოებით 70 ადამიანი იღებდა ამაში მონაწილეობას. ტიპი ქვევრის ღვინო პოპულარული გახდა მსოფლიო მეღვინეობაში და დამკვიდრდა ქვევრის ღვინის ტერმინი, როგორც ერთ-ერთი ღვინის სახეობის და ამას დიდი სიამაყით ვიტყვი, რომ ასეთ ღვინოს მარტო ქართველები ვაკეთებთ და საქართველოდან მოდის ბოლო რვა საუკუნის განმავლობაში და იმდენად, რამდენადაც ქვევრის ღვინო განსხვავდება თავისი სტრუქტურით სხვა ღვინოებისაგან, რა თქმა უნდა, საინტერესო გასასინჯია და დიდ კონკურენციას უწევს ევროპული წესით დაყენებულ ღვინოს,“- აღნიშნავს ქართველი მეღვინე.

საინტერესოა, სად ხდება ქართული ტექნოლოოგით დაწურული ღვინის რეალიზაცია და რა გეგმები აქვს ერეკლე ხაზიურს ღვინის წარმოების კუთხით.

“ ამერიკაში არ არის იმის პრობლემა, რომ მაღალი ხარისხის პროდუქცია მაღალ ფასში გაყიდო. შესაბამისად, მთავარია როგორ შეიფუთება, როგორი შეთავაზება მოხდება და როგორი იქნება დაინტერესება. ძირითადად ქართულ ღვინოზე ინტერესი გამომდინარეობს იქიდან, რომ არის სასიამოვნო დასალევი და ძალიან მდიდარია ტონებით და არომატებით, რაც ყველაზე მთავარია ძალიან დიდი ისტორია აქვს. ღვინოს, უპირველესად ყიდულობენ თვითონ კლუბის წევრები, შემდეგ რეალიზაციას ვახდენთ ისეთ ღვინის ბარებსა და ღვინის მაღაზიებში, სადაც იციან ორგანულად სუფთა ღვინოები და ცნობენ ქართული ღვინოს. ჩვენ იმის გამო, რომ ჯერ უბრალოდ ქვევრი არ გვაქვს ტრადიციულ მეთოდს ვიშველიებთ, ჭაჭაზე ვაკეთებთ ნატურალურ ფერმენტაციას, არანაირ ქიმიკატს და საფუარს არ ვიყენებთ ფერმენტაციის დროს. წარმოების განვითარების კუთხით ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ღვინის ბარი გავაკეთოთ, სადაც იქნება მეღვინეობაც და პლიუს სატრენინგო ცენტრი იქნება, სადაც თეორიული განათლების მიღებას შეძლებენ დაინტერესებული პირები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ კეთდება ქვევრში ღვინო, რა სტადიებს გადის და ა. შ.''- ამბობს ერეკლე ხაზიური.

მეღვინე აღნიშნავს, რომ ქართულ ღვინოს ამერიკაში დიდი პოტენციალი აქვს და მასზე მოთხოვნა იზრდება.

“ქართულ,ბუნებრივ ღვინოს აქ დიდი პოტენციალი აქვს. ქვევრში დაყენებულ ღვინოზე მოთხოვნაა და ჩვენი პოპულარიზაციის მიზანიც ის გახლავთ, რომ მცირე ოჯახური ტიპის მეღვინეობების ღვინოები გაიყიდოს, რასაც ვაკეთებდი საქართველოში ანალოგიური მინდა გავაკეთო აქაც.’’- განმარტავს ამერიკაში მოღვაწე ქართველი მეღვინე, ერეკლე ხაზიური.
 
Author საქმიანი დილა



17.Dec.2018 13:41
60

Davit Mirtskhulava: The Government Has New Propositions for Khudoni HPP

More
17.Dec.2018 13:40
40

“All Necessary Funds Have Been Mobilized for the First Phase of Construction for the Anaklia Port”

More
11.Dec.2018 19:46
110

IC Group Insurance Company has been Sold

More
11.Dec.2018 19:35
94

BM.ge Exlcusive: Rustavi Metallurgical Plant to Stop Production

More
11.Dec.2018 12:55
65

Meliora 2018 Will Name Best CSR Initiatives on December 13

More
07.Dec.2018 19:48
81

Meliora 2018 Will Name Best CSR Initiatives on December 13

More