16.Dec.2015 14:13
Business

ნინო ზამბახიძე: იაფ რესურსზე ხელმისაწვდომობაც და ბიზნესის განვითარებაც განათლებით იწყება

ნინო ზამბახიძე: იაფ რესურსზე ხელმისაწვდომობაც და ბიზნესის განვითარებაც განათლებით იწყება
"განათლება ერთ-ერთი სერიოზული და მნიშვნელოვანი კომპონენტია და ამით იწყება ყველაფერი, - იაფ რესურსზე ხელმისაწვდომობაც და ბიზნესის განვითარებაც", - აღნიშნულის შესახებ ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ნინო ზამბახიძემ გადაცემაში "საქმიანი დილა“ განაცხადა. ზამბახიძე ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ყველაზე დიდი რესურსი განათლების სისტემაში უნდა იყოს მიმართული.
 
"განათლება ერთ-ერთი სერიოზული და მნიშვნელოვანი კომპონენტია და ამით იწყება ყველაფერი, - იაფ რესურსზე ხელმისაწვდომობაც და ბიზნესის განვითარებაც. პროფესიული გადამზადების ცენტრები უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ პროცესში. იმისი ილუზია, რომ დღეს და ხვალ ყველაფერი სრულყოფილი იქნება, წარმოუდგენელია. წლებია დარგი მიტოვებულია და ამ კუთხით განათლების სისტემაც მიტოვებული იყო. თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა თუ არ იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერც მოსავალს მივიღებთ და ვერც მაღალ პროდუქტიანი ვიქნებით. შესაძლებელია ამ კუთხით ნელ-ნელა უკანაც დავიხიოთ. ამიტომ თუ მთელი რესურსი, ინვესტირება განათლების სექტორში არ მოხდა ძალიან გაუჭირდება სოფლის მეურნეობას.

ხშირად ვამბობ, რომ სანამ ევროპის ბაზარზე ვიზრუნებთ, ჩვენს შიდა ბაზარზე უნდა ვიზრუნოთ. ეს მნიშვნელოვანია. ჩვენც მოსახლეობა ვართ და ჩვენც გვინდა მაღალხარისხიანი პროდუქტით სარგებლობა. როდესაც 80 პროცენტიანი იმპორტი გვაქვს ვფიქრობ, რომ სწორი იქნება, თუ ბალანსი მოხდება, რომ რაღაც ჩვენთვისაც ვაწარმოოთ და ნაწილი გავიტანოთ. იმ კუთხით მეწარმეებსაც ჰქონდათ გარკვეული პრობლემები. ეს არის "ჰასპის" სტანდარტის დანერგვა მაღალრისკიან პროდუქტებზე, როგორიც არის ხორცი და ხორცის პროდუქტები, ასევე რძე და რძის პროდუქტები. გაურკვევლობები იყო მაკონტროლებელ და საკონსულტაციო კომპანიებს შორის, რომელიც დანერგეს და შემდეგ ეს მაკონტროლებელმა არ მიიღო. თუმცა გადაწყდა, რომ ერთობლივ ინსტრუქციას შეიმუშავებენ და ერთობლივად მიუდგებიან ამ საკითხს“, - განაცხადა ზამბახიძემ.
 



18.Jan.2019 11:30
82

Construction products will undergo quality control

More
10.Jan.2019 15:31
206

Bank of Georgia appoints Archil Gachechiladze as Chief Executive

More
28.Dec.2018 19:54
592

“Nenskra HPP structures will be constructed with the same advanced technologies that, from seismic and environmental standpoint, are used in regions like ours”.

More
28.Dec.2018 19:06
623

Prime Minister Visits Apple Chips Plant in Ditsi Village

More
28.Dec.2018 18:59
468

“Ad Valorem and Fixed Excise Tax to Be Equalised in the Long Term”

More
27.Dec.2018 16:33
483

Georgia’s Position on Ease of Paying Taxes Ranking Improves Due to the Tax Reforms

More