Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ნიკო ლეკიშვილი პარტნიორებთან ერთად შაორის ტბაზე სასტუმრო კომპლექსის შექმნას გეგმავს

56f0f72f3bc47
ელენე გოგბერაშვილი
22.03.16 11:38
5245
ბიზნესმენი ნიკო ლეკიშვილი ექსკლუზიურად "ბიზნესკონტაქტთან" აცხადებს, რომ პარტნიორებთან, მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად რაჭაში, შაორის ტბაზე სასტუმრო კომპლექსის შექმნას გეგმავენ. როგორც ნიკო ლეკიშვილი ამბობს, დაგეგმილია ლოპოტას ტიპის დასასვენებელი კომპლექსის შექმნა.
 
"შაორზე ახლა ფორმდება მიწა, სადაც სასტუმრო აშენდება. ეს ადგილი არის ტყეში, შაორის ტბის ნაპირზე, სადაც ლოპოტას ტიპის კომპლექსი შეიქმნება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის ტექნიკური დამუშავება", - აცხადებს ნიკო ლეკიშვილი. ინვესტიციის მოცულობა ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

ლეკიშვილის თქმით, მისი პარტნიორები ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე და მისი პარტნიორი ბადრი ჯაფარიძეა, რომლებიც თავის მხრივ კომპანია "ხვანჭკარა პრემიუმს" ფლობენ. აღნიშნულმა კომპანიამ რაჭაში 45 ჰექტარ ტერიტორიაზე ვენახი გააშენა, რომლიდანაც როგორც ლეკიშვილი ამბობს, მოსავალს კომპანია 2-3 წელიწადში მიიღებს.

"30 ჰექტარი ტერიტორიიდან ჩვენ უკვე მივიღეთ ნედლეული და რამდენიმე დასახელების ღვინოს ვაწარმოებთ. ესენია: ხვანჭკარა, რაჭული თეთრა, ტვიში და უსახელაური. ძირითადად ადგილობრივი წარმოშობის ღვინოები", - აცხადებს ნიკო ლეკიშვილი.

ბიზნესმენის თქმით, ვენახის გაშენება დაახლოებით მილიონ ნახევარი დოლარი დაჯდა. ასევე რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ღვინის ქარხანას. როგორც ლეკიშვილი ამბობს, მიმდინარეობს ასევე სასტუმროს პროექტირება. "ამ პროექტით და შაორის ტბაზე დაგეგმილი სასტუმროს პროექტების განხორციელების შემდეგ, იქმნება შესაძლებლობა, რომ აქ ტურისტული მიმართულება განვითარდეს", - ამბობს ბიზნესმენი.