Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რუსეთზე სანქციები და საქართველოს საფინანსო სისტემა;

BM.GE
21.03.22 11:07
315
სისტემა "MIR" - ს საქართველოში რეგისტრირებული არც ერთი კომერციული ბანკი ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ ემსახურება - მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ბათუმის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი, რუსეთის საგადასახადო სისტემა - "MIR" - ის ბარათების გამოყენებით მომსახურების გაწევას გეგმავდა, ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ პასუხობს. 

სებ-ში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ საქართველოში მოქმედი კომპანიების მიერ MIR-ის ბარათების მომსახურების დაწყება კანონდარღვევას წარმოადგენს, რადგანაც ქვეყანაში მოქმედი ბანკებიდან MIR-ის ბარათებს არცერთი არ ემსახურება. ხოლო თუკი საქართველოში მოქმედ კომპანიას საგადახდო სერვისს გაუწევს საქართველოში რეგისტრაციის არმქონე კომპანია, ამით ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები დაირღვევა. 

ამასთანავე, როგორც ირკვევა MIR-ის საგადახდო სისტემა ოკუპაციის შესახებ კანონსაც არღვევს, რადგან ის ე.წ. "სამხრეთ ოსეთსა" და ოკუპირებულ აფხაზეთშიც მოქმედებს. შეგახსენებთ, რომ VISA-ს და Mastercard-ის ბარათები, რომლებიც რუსული ბანკების მიერ არის გაცემული ბლოკირებულია. 

როგორია საერთაშორისო სანქციებზე საქართველოს საბანკო სექტრორის მიდგომები?

სტუმარი: არჩილ მესტვირიშვილი - სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი