Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ნავთობის ფასმა კვლავ კლება დაიწყო

56f400352cbaf
BM.GE
24.03.16 18:54
1298
მცირე ხნიანი აღმავალი ტრენდის მიუხედავად ნავთობის ფასი კვლავ კლების მიმართულებით წავიდა. ლონდონისა და ნიუ-იორკის ბირჟებზე, შავ ოქროზე ფასი დღევანდელი ვაჭრობის შედეგად შემცირდა. WTI-ის ფასი 1,18%-ით, 39,32 აშშ დოლარამდე შემცირდა. 
 
ცვალებადი ფასი ნავთობმომპოვებლებს განსაკუთრებულ პრობლემას უქმნის. 17 აპრილს, დოჰაში დაგეგმილ შეხვედრას ნავთობის მწარმოებლები განსაკუთრებულად ელოდებიან. ნიგერია იმედოვნებს, რომ ყატარში დაგეგმილ OPEC-ის წევრი და არაწევრი ქვეყნების შეხვედრაზე, ნავთობის მოპოვების იანვრის დონეზე გაყინვასთან დაკავშირებით, შეთანხმება მიღწეული იქნება, - იმ შემთხვევაშიც კი, თუ ირანი ამ შეთანხმებას არ შეურთდება.

Reuters-ის ინფორმაციით, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ნავთობის მრეწველობის და რისკების განყოფილების ხელმძღვანელი ნილ ატკინსონი თვლის, რომ შესაძლო ოპეკის წევრ ქვეყნებსა და რუსეთს შორის შეთანხმება უშედეგო იქნება, რადგან საუდის არაბეთია ის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ნავთობის მოპოვების მოცულობის გაზრდის რესურსი აქვს.