NASA-ს მეცნიერები და პერუს საერთაშორისო კარტოფილის ცენტრი CIP, კარტოფილის მოყვანას მარსის მსგავს პირობებში იწყებს. პროექტის მიზანი წითელ პლანეტაზე მეურნეობის წარმოებაა.
მეცნიერების ჯგუფი ლაბორატორიაში მარსის მსგავს ავტმოსფერულ პირობებს შექმნის, რისთვისაც წითელ პლანეტაზე აღმოჩენილ ნიადაგსაც გამოიყენებს. მარსის ატმოსფეროს 95 პროცენტი ნახშირორჟანგია, რაც მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ კარტოფილის თესლი მასში უკეთ გაიზრდება.
„ადამიანებისთვის საკვების კოსმოსში მოყვანა ძალიან მალე რეალობად იქცევა“, - განაცხადა NASA-ს მეცნიერმა კრის მაკკეიმ.
CNBC-ის ინფორმაციით, პროექტის მიზანი დედამიწაზე სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერება და კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაა.