Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ნარმანია მომავალ თანამდებობაზე: "დაველოდოთ, არ ვიჩქაროთ"

598d962cce024
BM.GE
11.08.17 15:32
1047
"მიმდინარეობს კონსულტაციები, რომელიც გაგრძელდება", - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მისი აუდიტის ხელმძღვანელის პოსტზე შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. ნარმანიას განცხადებით, გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც ის მერის პოსტზე მუშაობას დაასრულებს.

"მას შემდეგ რაც დავასრულებ მოღვაწეიობას მერის რანგში იქნება გადაწყვეტილებები მირებული. დაველოდოთ, არ ვიჩქაროთ“, - განაცხადა ნარმანიამ.

კანონის მიხედვით, გენერალურ აუდიტორს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, 5 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი.