Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ნანგრევები და სიცოცხლისთვის საშიში შენობები თბილისის ცენტრში - ფოტორეპორტაჟი

596c64e7dcb7a
BM.GE
17.07.17 11:16
1051
„დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, კალისტრატე ცინცაძის ქუჩა საფეხმავლოდ გამოცხადდა“, - აღნიშნული ინფორმაცია თბილისის მერიამ გასულ კვირას გაავრცელა და გადაწყვეტილება ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნითა და უბნის ტურისტული დანიშნულებით ახსნა. კალისტრატე ცინცაძის ქუჩის მიმდებარედ, არაერთი ავარიული და დაცარიელებული სახლი მდებარეობს, სადაც ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშია, თუმცა მათი დემონტაჟი არ მიმდინარეობს.

„საქმის კურსმა“ მიმართა მერიას კითხვით, ქუჩის საფეხმავლოდ გამოცხადების მიზეზი მისი ტურისტული დანიშნულება თუ შენობების დანგრევის საფრთხე იყო, - მერიაში კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა უჭირთ. რაც შეეხება კითხვას, იგეგმება თუ არა ძველ თბილისში მდებარე ქუჩების რეაბილიტაცია ან ავარიული სახლების გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება, - მერიაში ამბობენ რომ 2017 წელს, აღნიშნული დაგეგმილი არაა.

კალისტრატე ცინცაძის ერთ-ერთ პარალელურ, - ვერცხლის ქუჩაზე მდებარე სახლი იმდენად ავარიულია, რომ რამდენიმე წლის წინ მერიამ სახლში მცხოვრები ოჯახი გამოასხლა, - მათ მერია უკვე რამდენიმე წელია ქირის თანხას უხდის, თუმცა სამსართულიანი ავარიული შენობა, რომელიც დანგრევის პირასაა, კვლავ ვერცხლის ქუჩაზე დგას.

























ფოტო: სალომე ჭიპაშვილი