Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მწარმოებლები სახელმწიფოსგან ლუდზე აქციზური გადასახადის ახალი ვარიანტის დამტკიცებას ელოდებიან

5731c04cc0ad2
BM.GE
10.05.16 14:58
1119
ლუდის მწარმოებლებსა და მთავრობას შორის ლუდის აქციზის საკითხზე შეთანხმება შედგა, თუმცა როდის აღსრულდება ის ამ დროისთვის უცნობია. ბიზნესმენი თემურ ჭყონია "ბიზნესკოტნტაქტთან" საუბრისას აცხადებს, რომ პრემიერის შემდეგ, შეხვედრა ფინანსთა სამინისტროსთანაც შედგა, სადაც აქციზური გადასახადის შეცვლის, ორივე მხარისთვის მისაღები ვარიანტი იქნა შერჩეული, თუმცა მას შემდეგ კონკრეტული ნაბიჯები აღარ გადადგმულა.

"შევხვდით პრემიერს და მივედით ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებამდე. მეორე შეხვედრა გვქონდა ფინანსთა სამინისტროსთან, რომელმაც წარმოადგინა ორი ვარიანტი. ჩამოვყალიბდით და სამწუხაროდ მანდ დასრულდა ყველაფერი. გადაწყვეტილება მიღებული არაა", - აცხადებს ჭყონია.

მისივე თქმით, საკითხის განხილვას სავარაუდოდ ამ მოწვევის პარლამენტი ვერ მოასწრებს, რაც საკითხს კიდევ უფრო გააჭიანურებს. ჭყონია ვარაუდობს, რომ თემა არჩევნების შემდეგ განიხილება, რასაც დამატებითი პროცედურები და ახალ პარლამენტთან კომუნიკაცია დასჭირდება.

"ეს თემა გამოეკიდა ჰაერში. დავრჩით შეუსრულბელ პირობებში. ჩვენ რასაც ვთავაზობთ სახელმწიფოსთვისაც კარგია, მაგრამ ბოლოში ვერ გავდივართ“, - აცხადებს ჭყონია.

შეგახსენებთ, რომ ლუდის მწარმოებლები ერთ-ერთ ვარიანტად აქციზის განაკვეთის ლუდის გრადუსიანობაზე მიბმას განიხილავდნენ. ლუდზე აქციზის 2015 წლის 1 მარტიდან გაიზარდა.