Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მთავრობის მიერ ინვესტორისგან "ხუდონჰესის" გამოსყიდვის პროცესი დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება

58f8dbc737b64
დავით ჯალაღონია
20.04.17 20:02
826
მთავრობის მიერ ინვესტორისგან "ხუდონჰესის" გამოსყიდვის პროცესი დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება. ამის შესახებ "საქმის კურსს" ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ განუცხადა.

"მოლაპარაკებების პროცესი სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში დასრულდება, მაგრამ აქ მთლიანად გადმობარებას არ ვგულისხმობ, ანუ შესაძლებელია ხელშეკრულება გაფორმდეს, რომელიც ასევე რამდენიმე ეტაპს ითვალისწინებს. მთლიანად გადმობარება ალბათ, წლის ბოლომდე, ან ერთი წლის თავზე დასრულდება“, - განმარტა ხმალაძემ.

რაც შეეხება ჰესის მშენებლობას, ამ მიმართულებით ვადებს ირაკლი ხმალაძე ვერ ასახელებს.

"მშენებლობის ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით ვადების მითითება ნამდვილად გამიჭირდება. გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჰესი უნდა აშენდეს“, - განაცხადა ხმალაძემ.

რა თანხის გადახდა მოუწევს მთავრობას "ხუდონჰესში" "ტრანს ელექტრიკასთვის", უცნობია. თანხას აუდიტი დაითვლის. თავად კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა დავით მირცხულავამ კი „საქმის კურსთან“ რანდენიმე თვის წინ საუბრისას განაცხადა, რომ ინვესტორმა პროექტზე 30 მილიონი დოლარი უკვე დახარჯა.

შეგახსენებთ, რომ „ხუდონჰესის“ ინვესტორთან პროექტის გამოსყიდვის თაობაზე მოლაპარაკებების შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ 19 აპრილს განაცხადა.