Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მთავრობის ეკონომიკურ საბჭოზე ონლაინ სესხების რეგულირებაზე იმსჯელეს

572c750b5102d
BM.GE
06.05.16 14:40
956
საქართველოს ეკონომიკაში არსებული ტენდენციები, ტურიზმის დინამიკა და მაკროეკონომიკური პარამეტრები ეროვნულ ბანკთან ერთად განიხილეს ეკონომიკური საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

პრემიერის პრეს-სამსახურის ცნობით, მაკროეკონომიკური პარამეტრების შესახებ სხდომაზე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებმა, არჩილ მესტვირიშვილმა და ოთარ ნადარაიამ ისაუბრეს.

"აღინიშნა ის პოზიტიური ტენდენციები, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოს ეკონომიკაში შეინიშნება. განსაკუთრებით გაესვა ხაზი ტურიზმის მზარდ დინამიკას, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ეკონომიკურმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ასევე იმსჯელა ონლაინ-სესხების და მასთან დაკავშირებული ურთიერთობების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევის მექანიზმის შემუშავებაზე. ამ მიზნით, მთავრობა შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს", - განმარტავენ მთავრობის ადმინისტრაციაში.