Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მთავრობამ საჯარო მოხელის წახალისების წესი დაამტკიცა

58fdecf8188c2
BM.GE
24.04.17 16:16
781
მთავრობამ საჯარო მოხელის წახალისების წესი დაამტკიცა. პროფესიული საჯარო მოხელის წახალისების წესი განსაზღვრავს პროფესიულ საჯარო მოხელეთა და გამოსაცდელი ვადით მიღებულ მოხელეთა წახალისების საფუძვლებს, წახალისების ფორმებს, მოხელეთა წახალისებაზე წარდგენისა და წახალისების წესს.

მოხელის შეფასების შედეგების შესაბამისად წესდება მოხელის წახალისების შემდეგი ფორმები:

ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა;
გ) ფასიანი საჩუქრის მიცემა.

პირს, რომლის მიმართაც წახალისების ფორმად გამოყენებულ იქნა მადლობის გამოცხადება, გადაეცემა მადლობის სიგელი, რომლის ფორმაც მტკიცდება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

ერთდროულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოხელის წახალისების რამდენიმე ფორმა.

ფულადი ჯილდო შეიძლება მიეცეს მოლოდ იმ მოხელეს, რომელმაც მოხელის შეფასების შედეგად მიიღო "საუკეთესო“ ან "კარგი“ შეფასება "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში.

წახალისების უფლება აქვს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ სხვა პირს.