Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მთავრობამ RMG Gold-ს დმანისში 66 ათასი მ2 მიწა 25 წლის ვადით გადასცა

592406171778e
სალომე მეცხვარიშვილი
23.05.17 14:13
1680
მთავრობამ RMG Gold-ს დმანისში 66,687 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის მიწა 25 წლის ვადით გადასცა. შესაბამისი განკარგულება 25 აპრილს არის მიღებული.

შედეგად, RMG Gold-ს იჯარის უფლებით გადაეცა:

1. დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ დმანისში მდებარე 17 575 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
2. 2 280 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
3. 8 143 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი
4. 38 689 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

კომპანიამ წლიურად 6 669 ლარი საიჯარო თანხა უნდა გადაიხადოს. ამასთან, კომპანიამ თითოეულ უძრავ ქონებაზე ან მათ ნაწილზე ოქროს გროვული გამოტუტვის მოედნები უნდა მოაწყოს.

"შპს RMG Gold ვალდებულია, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთებზე, ამავე განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყებამდე, განახორციელოს არსებული ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნისა და შენახვის სამუშაოები „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ და „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და „ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და რეკულტივაციის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №424 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული წესების დაცვით და საიჯარო ურთიერთობის ვადის ამოწურვამდე უზრუნველყოს ამავე მიწის ნაკვეთების პირვანდელ ან/და მიახლოებულ პირვანდელ მდგომარეობამდე აღდგენა (რეკულტივაცია)",- ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში.