Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მთავრობა თხილის ექსპორტის შემცირებას პროგნოზირებს

59b8d5fc4f5c1
დავით ჯალაღონია
13.09.17 10:52
950
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თხილის ექსპორტის შემცირებასთან დაკავშირებით პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განმარტებები გააკეთა. მისი თქმით, თხილის კატასტროფულად ცუდი მოსავლის მიზეზი მხოლოდ აზიური ფაროსანა არ არის.

"თხილის კულტურაში ჩვენ პრობლემები სულ სხვა მიზეზების გამო გვაქვს და არა იმის გამო, რომ აზიურმა ფაროსანამ გაანადგურა. მისი წვლილი ზარალში 8-10% შეიძლება იყოს. ჩვენ დღეს გვაქვს კატასტროფულად ცუდი მოსავალი თხილთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ გვქონდა ბევრი სხვა მომენტი, რომელიც ვერ შევასრულეთ, ან კლიმატის გამო ახალი პრობლემები გაჩნდა და თხილის მოსავალი ვერ მივიღეთ. რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვექნება თხილის ექსპორტში შემცირება. ამაზე პასუხი არის ერთადერთი - ჩვენ უნდა გავატაროთ ყველა სწორი აგროტექნოლოგიის ღონისძიება, რომ მაქსიმალურად შევამციროთ კლიმატის ზემოქმედება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს. სხდომას სამეგრელოდან ჩამოსული ფერმერებიც ესწრებოდნენ, რომლებიც მთავრობისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ, თუმცა როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი რესურსი ამ კუთხით არ არის.