Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მთავრობა კერძო სექტორს მიწების რეგისტრაციაში ფინანსური ინსტრუმენტით დაეხმარება

56cc56183fab8
BM.GE
23.02.16 16:51
1324
საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მოსახლეობისა და კერძო სექტორის მხარდაჭერისთვის საქართველოს მთავრობაში პრაქტიკულად შემუშავებულია სპეციალური ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც დაეხმარება მოქალაქეებს კერძო სექტორში მიწების რეგისტრაციაში.
 
"შემუშავებული გვაქვს სპეციალური დაფინანსების ინსტრუმენტი, რომელსაც უახლოეს მომავალში წარვუდგენთ მოსახლეობას. ჩვენს გლეხებს მისცემთ შესაძლებლობას, კვალიფიციური ამზომველის მიერ აზომილი ნახაზი წარადგინონ საჯარო რეესტრში, ხოლო სახელმწიფო აზომვით სამუშაოებს დააფინანსებს. კონკრეტულ ლიმიტებს და პროცედურებს ჩვენ უახლოეს მომავალში წარვუდგენთ მოსახლეობას. პოლიტიკურ ოპონენტებს მინდა ვუთხრა, რომ ტყუილად ამტვრევენ ღია კარს და პოლიტიკური სპეკულაციები ამ მიმართულებით საჭირო არ არის. ჩვენ ვართ სწორედ ის მთავრობა, რომელიც იცავს კერძო სექტორს და მონდომებულია, რომ კერძო სექტორში იყოს რაც შეიძლება მეტი მიწის ნაკვეთი საკუთრებაში“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.