Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მთავრობა ეროვნული მარკეტინგული სააგენტოს შექმნას გეგმავს

56d680cdf268a
დავით ჯალაღონია
01.03.16 18:20
1086
მთავრობა ეროვნული მარკეტინგული სააგენტოს შექმნას გეგმავს, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა, სადაც უწყების სამომავლო გეგმებზე პრეზენტაცია წარადგინა.

"ეს არის ინიციატივა. ამას მუშაობა სჭირდება. ჩვენ ჩვენი მიმართულებით გავაგრძელებთ საშინაო დავალებებს, მაგრამ ქვეყანას ერთიანი მიდგომით სჭირდება ქართული პროდუქტების პოპულარიზაცია, მიუხედავად იმისა, კონკრეტულად რომელი მიმართულების პროდუქტებია“, - განაცხადა დანელიამ.

ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი იქნება ახალი უწყების ბიუჯეტი.