Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მთავრობა ანტიდემპინგური კანონპროექტის მხოლოდ ერთ მუხლზე ვერ შეჯერდა

56f15a788ab74
ელენე გოგბერაშვილი
22.03.16 18:42
1139
ანტიდემპინგური კანონპროექტი, რომელზეც თითქმის 2 წელია მთავრობა და პარლამენტი მუშაობს, საკანონმდებლო ორგანოში ჯერ არ დარეგისტრირებულა. კანონპროექტის მიხედვით, საქონლის დემპინგური იმპორტისას სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღებას წინ უნდა უძღოდეს შესწავლა, რომელსაც კონკურენციის სააგენტო განახორციელებს.
 
როგორც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მაისურაძე "ბიზნესკონტაქტთან" აცხადებს, კანონპროექტი ბოლომდე ჩამოყალიბებულია, თუმცა ერთადერთი საკამათო საკითხი არის ის, თუ რა დოკუმენტების ერთობლიობაა საჭირო საქმის წარმოების დასაწყებად.

"საუბარია მინიმალური დოკუმენტების სტანდარტზე და მის განსაზღვრაზე. დამტკიცდება თუ არა ეს მუხლი მთავრობაში, პირდაპირ შემოვა პარლამენტში და მაშინვე გავიტანთ კენჭისყრაზე. ამ ნაწილის გარდა ყველაფერი მზად არის", - აცახდებს თემურ მაისურაძე.

მისი თქმით, ბაზრის კონტროლს არა ახალი სტრუქტურა, არამედ კონკურენციის სააგენტო განახორციელებს.

"ანტიდემპინგური კანონი თავისი არსით და კონკურენციის სააგენტო საქმიანობის თვალსაზრისით ერთი და იგივეა. იმიტომ, რომ ერთ შემთხვევაში საუბარია კონტროლზე, რომ ვიღაცას არ ჰქონდეს საბაზრო სეგმენტში იმაზე მეტი, რაც მას მონოპოლისტის ჩარჩოში მოახვედრებს და მეორე შემთხვევაში არის კონტროლი იმის, რომ ვინმემ არ იმოქმედოს ბაზარზე არაკეთილსინდისიერი ფასებით", - აცხადებს თემურ მაისურაძე.