12.Dec.2015 15:58
World

მსოფლიოში ყველაზე მდიდრული და ძვირადღირებული ნაძვის ხეები (ფოტო)

მსოფლიოში ყველაზე მდიდრული და ძვირადღირებული ნაძვის ხეები (ფოტო)
ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში, მსოფლიოში მილიონობით ნაძვის ხე იყიდება. მსოფლიოში ცნობილი კომპანიები, მაღაზიები, სასტუმროები და მუზეუმები წლიდან წლამდე, სადღესასწაულო ნაძვის ხეებს სიმდიდრეს და ორიგინალურობას მატებენ, - თანაც ისე, რომ ზოგიერთი მათგანის ფასი მილიონობით დოლარს აღემატება. გამოცემა ბლუმბერგმა იმ ნაძვის ხეების სია შეადგინა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძვირად ფასობს, მათი უმეტესობა ხელოვნების ნიმუშებად არის აღიარებული.
 
ნიუ-იორკში, მეტროპოლიტენის მუზეუმში განთავსებული სადღესასწაულო ნაძვის ხე 20 ფუტის სიმაღალისაა და მას თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ხელოვნების ნიმუში. ნაძვის ხე ფასდაუდებელი ისტორიული ნივთებით არის მორთული, მათ შორის 18-ე საუკუნის დროინდელი სათამაშო ანგელოზებით.

ლონდონში მდებარე ნაძვის ხეზე ვერცხლისა და ოქროს 100 ქლგაა განთავსებული. არადტრადიციულ სტილში მორთული ნაძვის ხის დიზაინზე „ბარბერის" დიზაინერმა იზრუნა. მასთან ერთად "Mayfair"-ის სასტუმროს სადღესასწაულოდ მორთვაში მონაწილეობა Dolce & Gabanna-მაც მიიღო.

"Georg V"-ის სასტუმრო საფრანგეთში პარიზში მდებარეობს. სასტუმროს ნაძვის ხეების დიზაინზე Arctic Fantasy-ის მთავარმა დიზაინერმა იზრუნა.

სან-დიეგოში მდებარე სასტუმროს "del Coronado"-ს სასტუმროს მთავარი ნაძვის ხის სიმაღლე 21 ფუტია.

ორიგინალურობით გამოირჩევა ლონდონში "Victoria & Albert"-ის მუზეუმში განთავსებული 35 ფუტი სიმაღლის ნაძვის ხე.

ნიუ-იორკის ისტორიის მუზეუმში მდებარე 13 ფუტის სიმაღლის ნაძვის ხეზე 10000-ზე მეტი მცირე ზომის სათამაშოა განთავსებული.

"ელვა ხე“, - სწორედ ასე ეწოდება პარიზში, მდებარე ნაძვის ხეს. ხე ოთხი დამოუკიდებელი სკულპტურისგან შედგება.










15.Feb.2019 01:01
81

JPMorgan plans to Use Digital Coin to Speed Up Corporate Payments

More
14.Feb.2019 00:40
94

Visa-free agreement on ID-card between Ukraine and Georgia will come into force on March 1

More
09.Feb.2019 00:22
184

Bezos Nude Selfie Controversy Triggers Alarm For Billionaires

More
08.Feb.2019 22:06
138

Nino Zambakhidze attended signing of a new USAID program, talked with president Trump

More
07.Feb.2019 00:41
104

Venice plans to introduce a €3 entry fee for tourists

More
05.Feb.2019 11:08
100

Global Markets Review

More