Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მსოფლიოში ხორბლის დეფიციტს პროგნოზირებენ

5728c36c72130
BM.GE
03.05.16 19:25
1129
მსოფლიოში მარცვლეულის წარმოების დანაკლისმა შესაძლოა 20-22 მილიონ ტონას მიაღწიოს, - ამის შესახებ AgroGeneration-ის კომერციული სტრატეგიის მენეჯერმა განაცხადა.

"ეს, რა თქმა უნდა, მსოფლიოს მარცვლეულის ექსპორტიორებს შორის კონკურენციას გააძლიერებს, უპირველესად ევროკავშირის ქვეყნებში, განსაკუთრებით აშშ-სა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში. მოსალოდნელი ცხელი ამინდები ავსტრალიაში, აშშ-ში, ინდოეთსა და ლათინო ამერიკის ქვეყნებში გავლენას მოახდენს მარცვლეულის მიწოდებაზე, განსაკუთრებით საუბარია ხორბალსა და სიმინდზე", - აღნიშნა ექსპერტმა.

მოსალოდნელი ცხელი ზაფხულის გამო, აშშ-ის ფერმერებმა ხორბლის ახალი მოსავლის აქტიური გაყიდვა შეაჩერეს. მათი მოლოდინით ზაფხულის შუა პერიოდისთვის მარცვლეულზე ფასები გაიზრდება. ექსპერტების შეფასებით, წელს ამერიკის ხორბლის ექსპორტი სეზონზე 9,3 პროცენტით 21.1 მილიონ ტონამდე შემცირდება, რაც 1972 წლიდან მოყოლებული, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.