Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მსოფლიოს ყველაზე პროდუქტიული ქვეყნები, - ლუქსემბურგში 1 სამუშაო საათში მშპ-ში 93 დოლარი შედის

58fdacea69d81
BM.GE
24.04.17 11:43
787
ლუქსემბურგი ყველაზე პროდუქტიული ქვეყანაა, - OECD-ის კვლევის მიხედვით, ლუქსემბურგში სამუშაო საათები კვირაში 29-ს შეადგენს, მექსიკაში კი ეს ციფრი კვირაში 41 საათამდე ადის.

ეკონომიკური კოოპერაციისა და თავისუფლების ორგანიზაციამ მისი წევრი 38 ქვეყანა ერთმანეთს სამუშაო საათებისა და პროდუქტიულობის მიხედვით შეადარა და დაადგინა, რომ "ბევრი სამუშაო საათი პროდუქტიულ და ნაყოფიერ მუშაობასა და შედეგს არ უზრუნვეყოფს".

ასე მაგალითად, ლუქსემბურგში 1 სამუშაო საათში ქვეყნის მშპ-ში 93 დოლარი შედის მექსიკაში კი მხოლოდ 20 დოლარი.

ყველაზე პროდუქტიული ქვეყნების რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს ირლანდია სადაც დასაქმებულები კვირაში საშუალოდ 33,5 საათს მუშაობენ, საათში ქვეყნის მშპ-ში კონტრიბუცია 87 დოლარს შეადგენს. მესამე ადგილზეა ნორვეგია, კვირაში 27 სამუშაო საათით და საათში 81 დოლარის შექმნით. ხუთეულში შედიან ბელგია და ამერიკის შეერთებული შტატები - კვირაში 29 და 33 სამუშაო საათით.

რაც შეეხება ყველაზე ნაკლებად პროდუქტიულ ქვეყნებს, მექსიკა სიაში ბოლო ადგილს იკავებს - კვირაში 41 სამუშაო საათით და მშპ-ში საათში 20 დოლარის კონტრიბუციით.
ყველაზე ნაკლებად პროდუქტიულ ქვეყნებში მოხვდა რუსეთიც, სადაც სამუშაო საათები კვირაში საშუალოდ 38-ს შეადგენს, საათში კი ქვეყნის ეკონომიკაში 25 დოლარი იქმნება.

დაბალპროდუქტიული ქვეყნების სიაშია ჩილე, ლატვია და ესტონეთიც, - სადაც საშუალო სამუშაო კვირა 38-35 საათისგან შედგენა, მშპ-ში კონტრიბუცია კი 25-დან 31 დოლარამდეა.