Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მსოფლიოს 7 ქვეყანა, რომლის განათლების სისტემაც ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს

586ba924917ab
მარიამ ადამია
03.01.17 17:36
1318
ახდენს თუ არა განათლება გავლენას ეკონომიკის ზრდაზე? ეს კითხვა საინტერესოა, როგორც მეცნიერებისთვის, ასევე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებთათვის. ზოგადად, ამ საკითხზე დაგროვილი ცოდნიდან გამომდინარე გარკვეული კონსესუსი არსებობს და ყველა თანხმდება, რომ განათლებას აქვს გავლენა ეკონომიკზე, ანუ, ძლიერი უმაღლესი განათლების სისტემა ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების წინაპირობა ხდება. არგუმენტის დასამტკიცებლად მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მოყვანილი აქვს სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, მსოფლიოს 78 ქვეყანაში განლაგებული დაახლოებით 12 ათასი უნივერსიტეტი, ხუთი წლის განმავლობაში, რეგიონის მთლიანი შიდა პროდუქტის 4,7 პროცენტიან ზრდას განაპირობებს. უფრო ფართო მსჯელობის საგანია ის თუ კონკრეტულად რა ფაქტორები ახდენს გავლენას. ეს არ არის მარტივი კითხვა, მაგრამ Times Higher Education-ის ინდექსის თანახმად, სულ შვიდი ქვეყანა გამოიკვეთა, რომელთა უმაღლესი განათლების სისტემაც წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკისა და თუნდაც სოციალური განვითარების თვალსაზრისით.

რაც შეეხება საუკეთესო განათლების სისტემის მქონე ქვეყნებს ესენია: ტაილანდი არგენტინა, ჩილე, თურქეთი, ირანი, კოლუმბია და სერბეთი, მათ შემოკლებით „ტაქტიქსაც“ უწოდებენ, რაც ქვეყნების დასახელების პირველი ასოების აბრევიატურაა და მათ აქვთ პოტენციალი რომ გაუსწრონ ბრაზილიას, რუსეთს, ინდოეთს, ჩინეთსა და სამხრეთ აფრიკას, რომლებიც ტრადიციულად მოიხსენიება, როგორც „ბრიქსის“ ქვეყნები.

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ყველა დასახელებულ ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ 15 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც გარკვეულ წილად განათლების სექტორში ჩადებული ინვესტიციითა და რეფორმებით არის გამოწვეული, რომელიც საბოლოოდ საუკეთესო ხარისხის უმაღლეს განათლებასა და ეკონომიკურ წინსვლას განაპირობებს და ასევე ამ ქვეყნებში არსებული უნივერსიტეტები ყოველწლიურად ხვდება Times Higher Education World University-ის ყოველწლიურ რეიტინგში და ფაქტობრივად ყოველთვის მოწინავე პოზიციებზე არიან.

მკვლევარები ძირითადად გამოყოფენ რამდენიმე ფაქტორს, რაც უშაუალოდ ახდენს გავლენას არა მხოლოდ კონკრეტულ პიროვნულ წარმატებებზე, არამად მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე. ყველაზე ხშირად აღნიშნულ ფატორებს შორის კი სახელდება, რომ განათლებაში ინვესტიცია გავლენას ახდენს ტექნოლოგიების განვითარებაზე, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს შრომის ნაყოფიერებისა და პროდუქტიულობის ზრდას და ასევე განათლებას შეუძლია გაზრადოს ინოვაციურობის პოტენციალი, შექმნას ახალი ცოდნა, ახალი ტექნოლოგიები, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას.