Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,5%-მდე შეამცირა

591418d6b837c
ნინო კვინტრაძე
11.05.17 11:53
1052
მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2017 წლისთვის 3,5%-მდე შეამცირა. შეგახსენებთ, რომ წინა პროგნოზი 5,2%-ს შეადგენდა, 2016 წლის პროგნოზი კი 2,7% იყო.

3,5% ეკონომიკურ ზრდას მსოფლიო ბანკი საგარეო მოთხოვნით და სახელმწიფო ინვესტიციებით ხსნის. მსოფლიო ბანკი საქართველოში 2018 წლისთვის 4%-ს 2019 წლისთვის კი 4,5%-ს ვარაუდობს.

"ინვესტიციების ზრდა, საექსპორტო ბაზრების გამოცოცხლება და ნავთობპროდუქტებზე ფასების მატება ქვეყნის სავაჭრო პარტნიორების ეკოომიკურ წინსვლას განაპირობებს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას",- ნათქვამია ბანკის ანგარიშში.

ამასთან, ბანკის პროგნოზით, მსგავსი ტენდენცია მოსალოდნელია რეგიონის ქვეყნებშიც, ევროპისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2017 წელს 1,9%-ია.

სომხეთში მსოფლიო ბანკი 2,7%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ხოლო აზერბაიჯანში 1,4% ეკონომიკურ ზრდას.