Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მსოფლიო ბანკმა საქართველოს 47.2 მილიონი ევროს ფინანსური რესურსი დაუმტკიცა

5904df8e57864
BM.GE
30.04.17 10:00
1099
მსოფლიო ბანკმა პროგრამული განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიების ფარგლებში, მთავრობის ეკონომიკური რეფორმების პროგრამის მხარდასაჭერად 47.2 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი დაამტკიცა.

მთავრობა, აღნიშნული ფინანსური რესურსით გააძლიერებს სახელმწიფო ორგანიზაციების ფისკალური ზედამხედველობას, საჯარო სამსახურის ბიუჯეტირების გაუმჯობესებასა და მოსახლეობის სოციალური მომსახურების ხარისხს.

ინკლუზიური ზრდის პროგრამული განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიება (DPO2) ემყარება მთავრობის მიერ შემუშავებულ ოთხპუნქტიან გეგმას და ხელს უწყობს საქართველოსთან მსოფლიო ბანკის 2014 – 2017 წლების პარტნიორობის სტრატეგიის აღსრულებას.

მსოფლიო ბანკის აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილისა და მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის სირილ მიულერის შეხვედრა გასულ კვირას აშშ-ში, რომლის დროსაც მხარეებმა პროგრამული განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიების ფარგლებში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები განიხილეს.

მსოფლიო ბანკისგან მომდევნო საბიუჯეტო დახმარებას საქართველო ზაფხულის მეორე ნახევარში მიიღებს.

მსოფლიო ბანკის საქართველოში განხორციელებულმა კაპიტალდაბანდებებმა 1992 წლის შემდეგ დაახლოებით 2.27 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა.