Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მსოფლიო ბანკი: ბლოკჩეინ ტექნოლოგიის განვითარებით საქართველო ბევრ ქვეყანას უსწრებს

5a93b53f80796
BM.GE
26.02.18 11:18
1379
მსოფლიო ბანკი საქართველოში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის განვითარებას სწავლობს. ბანკის მთავარი ეკონომისტი ჰანს ტიმერი BMG-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ სისტემა ტრანზაქციებს მეტად გამჭვირვალეს ხდის, რაც მათ ამარტივებს და აიაფებს.

„საქართველო ამ კუთხით ნამდვილად უსწრებს ბევრ ქვეყანას და სწორედ ამიტომ შევარჩიე თქვენი ქვეყანა. საკმაოდ გაოცებულიც ვარ ამ ტექნოლოგიების საქართველოში გავრცელების არეალით.

დიდი სარგებელი სახელმწიფო სერვისებისთვის არის ის, რომ სერვისები ხდება გამჭვირვალე. როდესაც მონაცემებს ბლოკჩეინის სისტემაში ანთავსებთ შეგიძლიათ ყველა ტრანზაქციას ნახვა. სისტემა არის ძალიან გამჭვირვალე, ტრანზაქციები კი ხდება მარტივი და იაფი. შეგვიძლია ის შევადაროთ ციფრულ ხელმოწერას, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ განახორციელონ სერვისი ან ტრანზაქცია ონლაინ, იმის ნაცვლად რომ ადგილზე მივიდნენ სხვადასხვა დაწესებულებაში. მაგრამ უნდა გქონდეთ განსაზღვრული თუ კონკრეტულად რაში გჭირდებათ ბლოკჩეინი. ასე მაგალითად, თუ გსურთ გქონდეთ კვლავ მონაცემთა ცენტრალიზებული ბაზა , რომლის ნახვაც ყველას შეეძლება, - მაშინ ბლოკჩეინის აუცილებლობა არაა. მაგრამ თუ გსურთ რომ თქვენი მონაცემები განთავსდეს ბევრ ადგილას, მაშინ ბლოკჩეინს დიდი უპირატესობა აქვს“, - ამბობს მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტი.