მსოფლიო ბანკმა ნავთობის ფასის პროგნოზი შეამცირა. ბანკის ანგარიშის მიხედვით, ნავთობის ფასი ბარელზე 37 დოლარი იქნება, რაც ოქტომბერთან შედარებით, მკვეთრად შემცირებული მაჩვენებელია. შედარებისთვის, ოქტომბერში ბანკის პროგნოზი ბარელზე 51 დოლარი იყო.
გასულ წელს ნავთობის ფასები 47 პროცენტით დაეცა, მსოფლიო ბანკი ამ ტენდენციის 2016 წელს გაგრძელებას და ფასების კიდევ 27 პროცენტით შემცირებას ელოდება.
მსოფლიო ბანკი საკუთარ პროგნოზს რამდენიმე მიზეზით ხსნის, მათ შორის ირანისთვის სანქციების მოხსნით, ამერიკის მიერ წარმოების გაძლიერებითა და განვითარებადი ქვეყნების შენელებული ეკონომიკური ზრდით.