Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Moody’s-ი საქართველოში 4 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას 2017 წელს ელოდება

56f8dbfb72ae4
BM.GE
28.03.16 11:22
1007
Moody’s-ი მიმდინარე წელს საქართველოში 3%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება. სარეიტინგო სააგენტო საქართველოში 4 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას უკვე 2017 წლიდან პროგნოზირებს.
 
სააგენტო აღნიშნავს, რომ საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე გავლენას იქონიებს "სავაჭრო შეთანხმებები, ინსტიტუციური სიძლიერე და ბიზნეს გარემო". ასევე როგორც Moody’s-ის ანგარიშში ვკითხულობთ, საქართველოს ეკონომიკა მეტად არის დამოკიდებული რუსეთზე, სადაც ეკონომიკურმა რეცესიამ გავლენა იქონია რეგიონის სხვა ქვეყნებზეც. სააგენტოს ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკურ რისკს რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა წარმოადგენს.