Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მომხმარებელი ტურებს თავად გეგმავს - რა ბედი ელით ტურისტულ სააგენტოებს?

5a168aa86576c
სალომე მეცხვარიშვილი
24.11.17 10:00
772
ტექნოლოგიების და მომსახურების სერვისის განვითარებასთან ერთად სულ უფრო იმატებს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც საკუთარ მოგაზურობას თავად გეგმავენ და ტურისტულ სააგენტოს აღარ მიმართავენ. მომხმარებლების ნაწილი ამბობს, რომ ეს მათთვის უფრო კომფორტული და იაფია, ვიდრე ტურისტული კომპანიის მომსახურება. თუმცა, რა თქმა უნდა, რჩებიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ მოგაზურობას ტურისტულ სააგენტოებს ანდობენ.

სამოგზაურო სააგენტო Marko Polo-ს ხელმძღვანელი ნატა რუხაძე ეთანხმება აზრს, რომ უფროდაუფრო იმატებს ისეთ დამსვენებელთა რიცხვი, რომლებიც თავად გეგმავენ დასვენებას. ნატა რუხაძე ამბობს, რომ მსგავსი ტენდენცია ძირითადად ადალგაზრდებში შეიმჩნევა, რომლებიც ყველაფერს ინტერნეტის მეშვეობით აგვარებენ.

თუმცა, მისი თქმით, ბაზარზე რჩება სეგმენტი, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას თავად ვერ იღებს და ტურისტულ სააგენტოს მიმართავს. ტურისტულ სააგენტოებს ეხმარებათ ის გარემოებაც, რომ თურქეთში უკვე აღარ მუშაობს საიტი Booking.com, რომელიც მომხმარებელს სასურველი სასტუმროს არჩევასა და დაჯავშნის საშუალებას დამოუკიდებლად მისცემდა. შედეგად, თურქეთში დასვენების მსურველთა უმრავლესობა ტურისტულ სააგენტოებს მიმართავს. დასვენებას ძირითადად ტურისტულ სააგენტოში გეგმავენ ეგვიპტეში წავლის მსურველებიც.

ნატა რუხაძე მიიჩნევს, რომ ტურისტული სააგენტობის გადარჩენისთვის გამოსავალი ექსკლუზიური ტურების შეთავაზებაა, რომელსაც კლიენტი დამოუკიდებლად ვერ შეიძენს.
სააგენტო Go 365-ის წარმომადგენელი სალომე გორგოძე კი გამოსავალს ტურისტული კომპანიების მხრიდან საკუთარი ვებ-გვერდების შექმნასა და შეთავაზებების გაკეთებაში ხედავს. მისი თქმით, მომხმარებელს უნდა შეეძლოს საიტზე შეთავაზებების დათვალიერება და მისთვის სასურველი ტურის არჩევა.

მისივე თქმით, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მომხმარებელიც უფრო მეტად გათვიცნობიერებული ხდება, შესაბამისად, მისი მოთხოვნები იზრდება.
„ის ფაქტი, რომ თავად შეუძლიათ იყიდონ მომხმარებლებმა ტური, არ ნიშნავს, რომ უფრო იაფად შეუძლიათ შეძენა. უხეშად რომ ვთქვათ, ტურისტული სააგენტო არის საბითუმო მაღაზია ტურებისთვის სადაც ჩვენ სხვა ტარიფები გვაქვს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ჩვენი ფასი სჯობს“,- აცხადებს სალომე გორგოძე.