Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მომავალი სამი წლის განმავლობაში, შიდა ფრენების განხორციელებაზე ტენდერი გამოცხადდა

58fdcbc400e2a
BM.GE
24.04.17 13:54
763
მომავალი სამი წლის განმავლობაში შიდა ფრენების განხორციელებაზე ტენდერი გამოცხადდა. აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ქეთი ალექსიძე "საქმის კურსთან" საუბრისას ამბობს, რომ ზაფხულის სეზონამდე ყველა ფრენა დაგეგმილია.

"შიდა ფრენებს ჩვენ ვახორციელებთ მესტიის მიმართულებით, მესტია-ქუთაისის მიმართულებით, ასევე ამბროლაურის მიმართულებით. ამ ეტაპზე ზაფხულის სეზონამდე გრაფიკისრულად არის გაწერილი და არცერთ რეისს საშიშროება არ ემუქრება. 

ახალი ტენდერი გამოცხადდა, რომელიც ითვალისწინებს მომავალი 3 წლის განმავლობაში ფრენების სპექტრს, მათ შორის რაჭა-ამბროლაურის მიმართულებით.

ტენდერის ღირებულება 10 მილიონ ლარამდეა დღგ-ს გარეშე. თუმცა, ვაჭრობის ფასი როგორც იქნება ვერ გეტყვით, ამას გამოაკლდება ბილეთების რეალიზაციის ფასი", - ამბობს ალექსიძე.

შეგახსენებთ, რომ სვანეთის მიმართულებით ფრენებს ამ დრომდე „სერვისეარი“ ახორციელებს, რომელთან დადებულ ხელშეკრულებასაც ვადა გასდის.