Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მიწის ნაკვეთების განკარგვაზე, რომლებიც რეგისტრირებული არ არის, შესაძლოა ერთწლიანი შეზღუდვა დაწესდეს

56784bc62d8e4
BM.GE
21.12.15 22:53
1071
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს. წარმოდგენილი ცვლილებით, განისაზღვრება უძრავ ნივთზე სახელმწიფოს შეზღუდული საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესი. კერძოდ, უძრავ ნივთზე, რომელზეც საჯარო რეესტრში დაცული მონაცემებით არ დასტურდება სხვა პირის საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის უფლების არსებობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე რეგისტრირდება სახელმწიფოს საკუთრების უფლება. კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია, სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან ერთად მოითხოვოს ნივთის განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის აკრძალვა. აკრძალვის შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება სახელმწიფოს წარმოეშობა რეგისტრაციიდან ერთი წლის ვადის გასვლის შემდეგ. ამ ვადის გასვლის შემდეგ აკრძალვა ძალაშია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომართვის საფუძველზე, აკრძალვის შეწყვეტის რეგისტრაციამდე.
კანონპროექტი დღევანდელ ბიუროს სხდომაზე განიხილეს.

კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, ავტორი კი იუსტიციის სამინისტრო. კანონპროექტის მიღების მიზანი, მიწის ადმინისტრირებისა და სრულყოფილი რეგისტრაციის სისტემის არსებობაა.

კანონპროექტის თანახმად, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება 111 მუხლი, რომლის თანახმად, სახელმწიფოს საკუთრების უფლების მოთხოვნასთან ერთად შესაძლებელია უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებისა და ამავე ნივთზე განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის აკრძალვის რეგისტრაციის ერთობლივად განხორციელება. უძრავ ნივთზე აკრძალვა რეგისტრირდება საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან არანაკლებ ერთი წლის ვადით. აკრძალვის რეგისტრაციიდან მხოლოდ ერთი წლის ვადის გასვლის შემდეგ წარმოეშობა სახელმწიფოს უფლება, მოითხოვოს აკრძალვის შეწყვეტის რეგისტრაცია.

„აკრძალვის რეგისტრაციის ძალაში ყოფნის პერიოდში, ნებისმიერ დროს, დაინტერესებულ პირს შეუძლია, განცხადებით მიმართოს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ
სააგენტოს“, წარუდგინოს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და მოითხოვოს სახელმწიფოს საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე ან მის ნაწილზე
საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ასეთ შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, სრულად ან ნაწილობრივ გააუქმოს შესაბამის უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია სახელმწიფოს თანხმობის გარეშე და განახორციელოს მასზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაცია“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.