Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებით სარგებლობა სამეწარმეო საქმიანობად არ ჩაითვლება

591021091b22c
BM.GE
08.05.17 11:40
1056
მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებით სარგებლობა სამეწარმეო საქმიანობად არ ჩაითვლება. ცვლილება „მეწარმეთა შესახებ კანონში“ შედის.

დღეს მოქმედი კანონმდებლობის სიტყვასიტყვითი განმარტებით, არსებობს საფრთხე, რომ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა ჩაითვალოს სამეწარმეო საქმიანობად.

"მაშინ როდესაც, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური თავისი არსით ემსახურება მისი მფლობელი საცალო მომხმარებლის ენერგოდამოუკიდებლობას, საკანონმდებლო რეგულაციების მიხედვით, მისი სიმძლავრეები შეზღუდულია მისი მფლობელი საცალო მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრეებით მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა, თავისი არსით ვერ იქნება სამეწარმეო საქმიანობა. ის გამოიყენება არა მოგების მიღებისა და ელექტროენერგიის გამომუშავებაში სხვა პირებისთვის კონკურენციის გასაწევად, არამედ საკუთარი მოხმარების დაკმაყოფილებისათვის“, - ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ამასთან, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობის სამეწარმეო საქმიანობად განხილვა ქმნის არაგონივრულ ვითარებას იმ მხრივ, რომ საჯარო მოსამსახურეს არ ეძლევა მზის პანელებით სრულფასოვანი სარგებლობის საშუალება.

კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ სამეწარმეო საქმიანობად არ ჩაითვალოს ფიზიკური ან იურიდიული პირების ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების მიერ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული განახლებადი ენერგიის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა.

კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა და მის შემუშავებაში მონაწილეობდა სსიპ – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია.