Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგულირების კანონპროექტის საჯარო განხილვა მარტში იგეგმება

56d7eea7b4c0e
დავით ჯალაღონია
03.03.16 11:57
1243
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგულირებასთან დაკავშირებით კანონპროექტის საჯარო განხილვა მარტში იგეგმება, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 2016 წლის საქმიანობის გეგმაშია მოცემული.
 
როგორც "ბიზნესკონტაქტს" კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ებანოიძემ განუცხადა, კანონპროექტი ძირითადად ონლაინ-სესხების გაცემის რეგულირებას ითვალისწინებს.

"ჯერ სამუშაო პროცესია. კანონპროექტის არსებულ ვერსიას იმ მოსაზრებებს და შენიშვნებს დავურთავთ, რაც განხილვის პროცესში გვექნება და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შემდეგ პარლამენტი კენჭს უყრის", - განაცხადა ებანოიძემ.

"მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ" საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით პროექტი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მოამზადა და განსახილველად მთავრობას გადაუგზავნა. დოკუმენტის შინაარსი უცნობია.

თავის მხრივ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სახელით, ნოდარ ებანოიძემ მიკროსაფინანსო ორგნიზაციებისთვის ახალი სამართლებრივი ჩარჩოს შექმნაში დახმარება გასულ წელს მსოფლიო ბანკსაც სთხოვა, თუმცა ამ მიმართულებით კონსულტაციები ქართულმა მხარემ ჯერ ვერ მიიღო. ებანოიძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრას ახლო მომავალში გეგმავს.