Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მიკროსაფინანსო ორგანიზაციას 100 000 ლარამდე ღირებულების თამასუქის ფიზიკურ პირზე გაცემა ეკრძალება

592e604ad2e17
BM.GE
31.05.17 10:17
1117
მიკროსაფინანსო ორგანიზაციას 100 000 ლარამდე (უცხოური ვალუტით შესაბამისი ეკვივალენტის) ღირებულების თამასუქის ფიზიკურ პირზე გაცემა ეკრძალება. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე, თუ იგი თამასუქს 20-ზე ნაკლებ ფიზიკურ პირზე გასცემს.

შესაბამისი კანონპროექტი, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა უკვე პარლამენტშია.

კანონპროექტის მიღება განპირობებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების განხორციელების აუცილებლობით, რაც სახსრების მოზიდვის პროცესში საზედამხედველო პოლიტიკის გამკაცრებასა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის დამატებითი მექანიზმის შექმნას ითვალისწინებს.