Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მეტროს ახალი ვაგონების შესაძენად 14 მილიონი ლარი გამოიყოფა

5a84325b61513
ელენე გოგბერაშვილი
14.02.18 16:56
943
მეტროს ახალი ვაგონების შესაძენად 14 მილიონი ლარი გამოიყოფა, - ამის შესახებ BM.GE-სთან თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს. ანდრია ბასილაიას თქმით, მიმდინარე წელს გაგრძელდება მეტროს ხაზის რეაბილიტაციის პროცესი და დამატებითი მეტროს შემადგენლობის შემოყვანაზე ჯამში 14 მილიონი ლარია გათვალისიწინებული.

"ჩვენ გვინდა დაბალი ინტერვალი შევინარჩუნოთ და ვნახოთ წლის ბოლოს რა შედეგს მივიღებთ. გვინდა მოცდის ინტერვალი შემცირდეს 3 წუთამდე", - აცხადებს ანდრია ბასილაია.

დედაქლაქის 2018 წლის ბიუჯეტის დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წელს სამუშაოები ჩაუტარდება შემდეგ სადგურებს: "ვაგზლის მოედანი 1, 2 3", "თავისუფლების მოედანი", "რუსთაველი", "მარჯანიშვილი", "ისანი", "წერეთელი", "სამედიცინო უნივერსიტეტი" და "ნაძალადევი".