Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მერიას საპარკინგე ადგილებზე მდგარი ავტომობილების მფლობელები სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისთვის არ დაუჯარიმებია

58fa1bdea6fba
სალომე მეცხვარიშვილი
24.04.17 09:50
1285
მერიას საპარკინგე ადგილებზე მდგარი ავტომობილების მფლობელები სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისთვის არ დაუჯარიმებია. მიუხედავად იმისა, რომ პარკინგზე სამეწარმეო საქმიანობა აკრძალულია და ამ საკითხზე მონიტორინგი მიმდინარე წლიდან დაიწყო, დაჯარიმებული არავინ არ არის.

როგორც "საქმის კურსს" მერიის ზედამხედველობის სამსახურში განუმარტეს, კანონის დამრღვევებს მერიის თანამშრომლები მხოლოდ სიტყვიერად აფრთხილებენ.

"შემოვიფარგლებით სიტყვიერი გაფრთხილებით და ისინიც ითვალისწინებენ",- აცხადებენ მერიაში.

როგორც მერიამ მიმდინარე წლის იანვარში განმარტა, მოვაჭრეებს სანქცია იმ შემთხვევაში დაკისრებათ თუ ისინი განმეორებით დაარღვევენ კანონს.

თბილისში, პარკინგების ადგილებზე მდგარი მანქანებიდან სამეწარმეო საქმიანობა დედაქალაქის მთავრობის მიმართვის საფუძველზე საკრებულომ დაუშვებლად „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და პარკირების საფასურის დადგენის შესახებ“ №33-99 დადგენილების მიღებით ცნო, რომელიც მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა.