Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მერიას პარკინგების განვითარებისთვის ლოკაციის გარდა პროექტის წარდგენასაც სთხოვენ

5a83f4a85cc74
მაია ბიწაძე
14.02.18 12:31
1010
კომპანია "ივერია მოტორსის" დამფუძნებელი ქალაქში საპარკინგზე ზონების მოწყობასთან დაკავშირებით მერიის განცხადებას ეხმაურება.  გიორგი ქიშმარია ამბობს, რომ უცობია თბილისის მერია მიწის ნაკვეთებს ინვესტორებს პროექტთან ერთად სთავაზობს, თუ მის გარეშე, ასევე მნიშვნელოვანია მიწის ნაკვეთების გადაცემის სამართლებლივი ფორმები.

"საინტერესოა მიწის ნაკვეთი რა სამართლებლივი ფორმით გადაეცემა გამარჯვებულ კომპანიას, კერძოდ, ეს იქნება გრძელვადიანი უზუფრუქტის ხელშეკრულება, თუ საკუთრებაში გადაეცემა კომპანიაზე, რომელიც მასზე საპარკინგე ინფრასტრუქტურას მოაწყობს. არსებითია ასევე ის საკითხი, გადაეცემა თუ არა კომპანიას მიწის ნაკვეთთან ერთად მზა პროექტი, თუ პროექტის გარეშე გადაეცემა აღნიშნული მიწის ნაკვეთი ინვესტორ კომპანიას. დამერწმუნეთ დიდი დრო დაიხარჯება პროექტის შექმნაში და ბიუროკრატიული მექანიზმებიც უდაოდ დიდ დროს წაგვართმევს. ასვე, სასურველია დასახელდეს კონკრეტული ლოკაცია, კერძოდ, თუ რომელი მიწის ნაკვეთი უნდა გაიცეს კერძო სექტორზე და რა ფართის, რადგან კომპანიებმა წინასწარ დაიწყონ ეკონომიკური გათვლების გაკეთება.

საუბარია მიწისქვეშა სისტემებზე და ვფიქრობ, აქ მარტო ავტომანქანის პარკინგით არ უნდა შემოვიფარგლოთ, მომგებიანი და მომხმარებლისთვის საინტერესო იქნება ამ ლოკაციაზე დამატებითი სერვისების განვითარება, აქ შეიძლება განთავსდეს კაფე-ბარები, მანქანის სამრეცხაოები, სუპერმარკეტი და სხვა საინტერესო ობიექტები", - განუცხადა Bm.ge-ს გიორგი ქიშმარიამ.

"ივერია მოტორსი" ერთ-ერთი კომპანიაა კერძო სექტორიდან, რომელიც თბილისში თანამედროვე საპარკინგე სისტემების მოწყობითაა დაინტერესებული და ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის მერიასთან წლების განმავლობაში კონსულტაციებს აწარმოებს.

მერია საპარკინგე წერტილების მოსაწყობად ბიზნესს მიწებს სთავაზობს