Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მერია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს 3 თვიან, არაანაზღაურებად სტაჟირებას სთავაზობს

5707c17e7099f
BM.GE
08.04.16 18:32
1272
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს სთავაზობს სტაჟირების პროგრამას „დაიწყე კარიერა“, რომლის ფარგლებში თბილისში არსებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მეოთხე კურსის სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიარონ 3 თვიანი, არაანაზღაურებადი პროფესიული პრაქტიკა. პროგრამის ფარგლებში მოხდება დარეგისტრირებული სტუდენტების გადანაწილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებულ უწყებებში (შპს, ააიპ) სტუდენტის განათლების პროფილისა და ორგანიზაციის პროფესიული მიმართულების გათვალისწინებით.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისში არსებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.
სტუდენტები პროფესიულ სტაჟირებას გაივლიან შემდეგი მიმართულებებით:

• ხელოვნება
• სპორტი
• განათლება
• ვეტერინარია
• სამართალი
• ტრანსპორტი
• ჯანდაცვა და მედიცინა
• არქიტექტურა მშენებლობა
• საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
• კომპიუტერული მეცნიერებები
• ბიზნესის ადმინისტრირება
• საინჟინრო მეცნიერებები და ტექნოლოგიები
• არქიტექტურა-მშენებლობა

სტუდენტების გადარჩევა მოხდება GPA-ს საფუძველზე, ერთნაირი ქულების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველი (ოჯახის ქულა 70 000-ზე ნაკლები) და 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახის წევრ სტუდენტებს.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, უნდა შეავსოთ აპლიკაცია 7 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით 24:00 საათამდე.
სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.