Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მეოთხე კვარტალში საქართველოში ბიზნესის განწყობის ინდექსი შემცირდა

5673e2ea8aa98
BM.GE
18.12.15 14:41
1168
ბიზნესის განწყობის ინდექსი საქართველოში მცირედით, [-100;100] სკალაზე 14-დან 11-მდე შემცირდა. ISET-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელშიც მონაწილეობას 207 კომპანია იღებდა, ვაჭრობისა და ფინანსურმა სექტორებმა განსაკუთრებით დიდი კლება განიცადეს, მაშინ, როდესაც სოფლის მეორნეობის სექტორის განწყობა გაიზარდა. „აგვისტოში, გაცვლითი კურსის განმეორებითი და მოულოდნელი რყევის შემდეგ, ბიზნეს სექტორმა მოლოდინების გადააფასა და მოლოდინების ინდექსი 34-დან 16-მდე დაეცა“, - განმარტავენ ISET-ში და აღნიშნავენ, რომ შობა-ახალი წლის მოახლოვებამ მოსალოდნელი გასაყიდი ფასების ინდექსის ზრდა გამოიწვია.
 
ბიზნესის კეთების ძირითად შემზღუდველ ფაქტორად არასაკმარისი მოთხოვნა დასახელდა. არასტაბილური მოთხოვნის პირობებში ფუნქციონირება განსაკუთრებით უჭირს მცირე და საშუალო ბიზნესსდა ეს ტენდენცია მეოთხე კვარტალშიც შენარჩუნდა. მეორეს მხრივ, სამთავრობო ჩარევები უფრო პრობლემურია დიდი საწარმოებისთვის.

კვლევის მიხედვით, ბიზნეს განწყობა მცირედით გაუმჯობესდა მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის, მაგრამ გაუარესდა მსხვილი საწარმოებისთვის.