Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მედიკამენტების ხარისხის კონტროლი გამკაცრდება

568f9c8885378
BM.GE
08.01.16 15:23
1207
მედიკამენტების ხარისხზე კონტროლი გამკაცრდება. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ცნობით, კონტროლს დაექვემდებარება იმ ნედლეულის სერტიფიცირების შემოწმებაც, რომელიც საწარმოში შედის.
 
"თუ აქამდე ხორციელდებოდა მხოლოდ საწარმოდან გამოშვებული და შემოტანილი მედიკამენტების ერთჯერადი კონტროლი, ამჯერად ეს იქნება მთელი ჯაჭვი, რომელიც მოიცავს იმ ნედლეულის სერტიფიცირების შემოწმებას რომელიც შედის საწარმოში და მედიკამენტად იქცევა. თუ აქამდე ხარისხის კონტროლი არჩევითად ხორციელდებოდა ადგილობრივ სამხარაულის სახელობის ლაბორატორიაში, წელს დაემატება მედიკამენტების გადამოწმება საერთაშორისო ლაბორატორიებში“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.