Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

მატარებელი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო დერეფნის გავლით თურქეთში ჩავიდა

5a27bf8b125bd
BM.GE
06.12.17 13:59
743
"აზერბაიჯანის რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სს ’’აზერბაიჯანის რკინიგზის“ საკუთრებაში მყოფი სატვირთო მატარებელი დეკემბერს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გავლით თურქეთისკენ გაემგზავრა.

აზერბაიჯანის სამფეროვანი დროშის ქვეშ პირველი მატარებელი უკვე თურქეთის ტერიტორიაზე იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ 30 ოქტომბერს, ბაქოში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონიას ბაქოს საერთაშორისო ნავსადგურში თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის პრეზიდენტები, ასევე საქართველოსა და უზბეკეთის პრემიერმინისტრები დაესწრნენ. რკინიგზა, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას ევროპასთან აკავშირებს, განიხილება როგორც ’’რკინის აბრეშუმის გზა“.