Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა და უკონტაქტო პატრულირება პირველი ივლისიდან ამოქმედდება

58fa193c5d880
BM.GE
21.04.17 18:36
1544
მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა და უკონტაქტო პატრულირება ძალაში პირველი ივლისიდან შევა. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა.
როგორც შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განაცხადა, დარჩენილი 2 თვის განმავლობაში ჩატარდება აქტიური საინფორმაციო კამპანია იმისთვის, რომ მოსახლეობა გაერკვეს ახალ წესებში და ადვილად შეძლოს, შეამოწმოს, რამდენი ქულა დარჩა.

"პირველი ივლისიდან გვექნება ქულათა სისტემა მართვის მოწმობაზე, ასევე ამოქმედდება უკონტაქტო პატრულირება. უკვე დავიწყეთ მუშაობა, რომ ამის აღსრულებისთვის მოვემზადოთ და 2 თვის განმავლობაში, რომელიც დავიტოვეთ, გვინდა, მოქალაქეებს სწორად განვუმარტოდ ახალი წესები, რომ მათ ჰქონდეთ ინფორმაცია, როგორ აღსრულდება ეს წესები. 2 თვის განმავლობაში იქნება აქტიური საინფორმაციო კამპანია და ვეცდებით ყველამ იცოდეს, როგორ უნდა შეამოწმოს რამდენი ქულა დარჩა, რა დარღვევაზე რამდენი ქულაა და ა.შ.",- განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მძღოლებს ყოველწლიურად ექნებათ 100 ქულა მინიჭებული და ყოველ დარღვევაზე ქულათა გარკვეული რაოდენობა მოაკლდებათ. ქულების ამოწურვის შემდეგ მათ მართვის მოწმობა ჩამოერთმევათ.