Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მარტვილში "როიალ დადიანის" ღვინის საწარმო ზაფხულში გაიხსნება

59101c0276ba1
BM.GE
08.05.17 11:17
1455
მარტვილში "როიალ დადიანის" ღვინის საწარმო ზაფხულში გაიხსნება. კომპანიაში „საქმის კურსთან“ საუბრისას განმარტავენ, რომ მშენებლობა სოფელ სალხინოში თვის ბოლოს დასრულებული იქნება.

ადგილზე მუდმივად 5-6 ადამიანი დასაქმდება, საწარმო კი 120 000-მდე ბოთლი ღვინის წარმოებას გეგმავს. "როიალ დადიანი" ღვინის გატანას ექსპორტზე რუსეთში, უკრაინასა და ჩინეთში გეგმავს.

ახალი კომპანია ოჯალიშის ჯიშის ღვინოზე იქნება სპეციალიზირებული. საწარმოში ჯამში 2 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. "სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის“ პროექტის ფარგლებში, შპს „როიალ დადიანზე", მშენებლობისთვის 350000 დოლარის გრანტი და 10000 დოლარის აგროსესხი გაიცა.