Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მარტში, რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა 9,9%-ით გაიზარდა

5706097aa2e11
BM.GE
07.04.16 11:14
1049
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წლის მარტში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 4 909 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 95.1% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 4.9% -არასამეწარმეოსუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლისიურიდიული პირი).
 
საჯარო რეესტრის სააგენტოს განმარტებით, მიმდინარე წლის მარტის თვეში დაფიქსირდა ზრდა როგორც წინა თვესთან (16.0%-ით), ასევე, წინა წლის იმავე თვესთან (9.9%-ით) შედარებით.

2016 წლის მარტის თვეში წინა თვესთან შედარებით სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 15.3%-ით, ხოლო არასამეწარმეოსუბიექტების რაოდენობა 31.7%-ით გაიზარდა. მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით: სამეწარმეოსუბიექტების რაოდენობის ზრდა 8.7%-ით და არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის ზრდა 41.8%-ით.

მიმდინარე წლის მარტის თვეში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (2 505 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 51.0%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (2 010 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნესსუბიექტთა 40.9%) სახით.