Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მარტში ფულადი გზავნილები 23,5%-ით გაიზარდა

58ef758a6b30e
BM.GE
13.04.17 17:00
1434
მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 112.0 მლნ აშშ დოლარი, ანუ 276.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 23.5 პროცენტით (21.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.9 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი მოდიოდა.

მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 16.6 მლნ აშშ დოლარი (41.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 16.3 მლნ აშშ დოლარისა (39.6 მლნ ლარისა) გასული წლის მარტში.