Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მარიამ ვალიშვილი: ჩვენს ბაზარზე "სოკარი" რომ მონოპოლისტია, ეს ფაქტია

56dd5139e5fed
BM.GE
07.03.16 13:58
1135
"ალტერნატიული წყაროს შექმნაში ცუდი არაფერია, თუმცა მისი ოპტიმალურად შერჩევა უნდა მოხდეს", - აღნიშნულის შესახებ, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ვალიშვილმა გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა. მისი თქმით, დღეს არავინ უარყოფს, რომ "სოკარი" ქართულ ბაზარზე მონოპოლისტია.
 
"სოკარი რომ ჩვენს ბაზარზე მონოპოლისტია, ეს ბევრი წლის განმავლობაში არის ფაქტი და ამას არავინ უარყოფბს. რუსული გაზის მონაწილეობა მხოლოდ 10-12 პროცენტის ფარგლებშია, ისიც ტრანზიტის მომსახურების საფასურად.

როდესაც საუბარია რუსულ გაზზე, მაგალითად მოვიყვან ლიტვას, რომელმაც განახორციელა პროექტი ე.წ. თხევადი გაზის იმპორტზე, თუმცა მაინც რჩება "გაზპრომის" გაზზე, რადგან მან შექმნა ინფრასტრუტურა, რომლის შედეგადაც მიიღო უკეთესი ფასი "გაზპრომიდან".

ბუნებრივია ყველა წყარო ერთნაირად სანდო არ არის", - განაცხადა ვალიშვილმა.