საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს "სოკარ ჯორჯია გაზის" სახელზე გაცემულ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად.
კომისიაში გაგზავნილი 2016 წლის 10 მარტის წერილით, განაწილების ლიცენზიატმა მოითხოვა მის სახელზე გაცემული ლიცენზიის მოდიფიცირება. კერძოდ, შპს "სოკარ ჯორჯია გაზის" მოთხოვნაა მოხდეს მისი სალიცენზიო არეალის გაფართოება, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ბოდბესა და მაღაროში, მის მფლობელობაში არსებული გამანაწილებელი ქსელის ფარგლებში.