Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მაკა ასათიანის ადვოკატი: გარიგებების ბათილად ცნობას ვითხოვთ

56b9c99821ec6
BM.GE
09.02.16 15:10
1307
მაკა ასათიანი სასამართლოს მიმართავს, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს, ასათიანის ადვოკატმა, გიორგი გვენეტაძემ განუცხადა. მისი თქმით, სასამართლოს მიმართავენ თხოვნით, რათა ბათილად იქნას ცნობილი, ნასყიდობის ხელშეკრულება რომლითაც გია გაჩეჩილაძესთვის ტელეკომპანიის 55 პროცენტიანი წილის გადაფორმება მოხდა.
 
"გარიგებების ბათილად ცნობას ვითხოვთ, იმ საფუძვლით, რომ ეს არის თვალთმაქცური გარიგება. რეალურად წილები შეიძინა ირაკლი რუხაძემ. დარღვეულია მთელი რიგი კანონების ნორმები, მაგალითად კონკურენციის შესახებ კანონი.

ეს განცხადება სასამართლომ 24 საათში უნდა განიხილოს. დაველოდებით პასუხს. რაც შეეხება სარჩელს, თუ მას სასამართლო წარმოებაში მიიღებს, დასჭირდება საპროცესო კოდექსით დადგენილი ვადები", - განაცხადა ადვოკატმა.