Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მაკა ასათიანი: მზად ვარ გავითვალისწინო თანამშრომელთა მოთხოვნა და სურვილი

56ed690ac705c
BM.GE
19.03.16 18:55
1083
მაკა ასათიანი "მაესტროს" თანამშრომელთა მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და მზაობას გამოთქვამს დაიწყოს იმ პრობლემების გადაჭრაზე მუშაობა, რაც ტელეკომპანიის თანამშრომლებმა დაასახელეს.
 
"გავეცანი რა ჟურნალისტების 5 პუნქტიან მოთხოვნას, მზაობას გამოვთქვამ დავიწყოთ იმ აუცილებელი და გადაუდებელი პრობლემების გადაჭრა რაც მოყვანილია თანამშრომლების განცხადებაში. ამ დრომდე მიმაჩნდა რომ დიალოგის დრომ გაიარა, მაგრამ რადგანაც ნომერ პირველი საკითხი მაუწყებლობის უწყვეტობა და თანამშრომლების ნორმალური სამუშაო გარემოს უზრუნველყოფაა მზად ვარ გავითვალისწინო მათი მოთხოვნა და სურვილი.

ასევე მიმაჩნია რომ ყველა გადაწყვეტილება რაც საჭიროა ტელევიზიის ფუნქციონირებისათვის, უნდა მოხდეს გამჭვირვლედ, ყველა მხარის კონსესუსით, მათ შორის თანამშრომლების. ვეთანხმები იმასაც რომ ყველა მხარემ უნდა შეწყვიტოს საჯარო განცხადებების გაკეთება და თანამშრომლები უნდა დაუბრუნდნენ სამუშაო გარემოს. ეს შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება ყველას სურვილი და არა ცარიელი პათეტიკა“, - ნათქვამია მაკა ასათიანის განცხადებაში.