Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მაკა ასათიანი: არ მსურს, რაიმე ფორმით ვისაუბრო უგუნურ ბრალდებებზე და ტყუილებზე

56b1f4483d448
BM.GE
03.02.16 16:35
1387
ტელეკომპანია "მაესტროს" გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს. არხის 25%-იანი წილის მფლობელი ამბობს, რომ ტელეკომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, ის საჯარო კომენტარს მხოლოდ სასამართლოს დასრულების შემდეგ გააკეთებს.
 
"მიუხედავად უდიდესი გულისტკივილისა, დაუმსახურებელი შეფასებებისა ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ, არ მსურს, რომ რაიმე ფორმით ვისაუბრო უგუნურ ბრალდებებზე და ტყუილებზე, რომელიც მე უზარმაზარ შეურაცხყოფას მაყენებს. არ მინდა გადავღალოთ საზოგადოება ვითომდა პარტნიორთა შორის არსებული დაპირისპირებით. მიმაჩნია, რომ ასე განვითარებული მოვლენები შესაძლოა ემსახურებოდეს „მაესტრო“-ს იმიჯის შელახვის უგნურ მცდელობას, რაშიც არ ვაპირებ არანაირი ფორმით მონაწილეობის მიღებას.

მოგეხსენებათ, რომ აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით სასამართლოში უკვე მიმდინარეობს განხილვები. შესაბამისად სასამართლოს დასკვნები უკეთ მოჰფენს ნათელს ჩემს დადებით თუ უარყოფით როლს ტელეკომპანიის განვითარებაში. რა ფორმითაც არ უნდა გაგრძელდეს ბრალდებები და შეურაცხყოფა ჩემს მიმართ, ისევ და ისევ ტელეკომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე არ ჩავერთვები პოლემიკაში, არ ვაპირებ არც თავის მართლებას და არც ვინმეზე შეტევას. შესაბამის საჯარო კომენტარებს მხოლოდ სასამართლოს შეფასებების შემდეგ გავაკეთებ."- ნათქვამია მაკა ასათიანის განცხადებაში